
ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, გიორგი გრიგოლია ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტმა, ნებისმიერი წამოდგომის დროს შესაძლოა გონება დაკარგოს და დავარდეს. მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილის წონა 55-54 კილოგრამამდე ჩამოვა, ამის შემდეგ უკვე შეუქცევადი პროცესები დაიწყება.
"ახლა არის 64 კგ, რაც მისი სიმაღლიდან თუ დავთვლით, 55-54 კილოგრამი არის კრიტიკული, ამის მერე უკვე დაიწყება შეუქცევადი პროცესები, ამიტომ, შემდეგ თვე-ნახევარში თუ მოხდა კიდევ 9-10 კილოგრამის დაკლება, ეს იქნება ფატალური გამოსავალი. ნებისმიერი წამოდგომის დროს მან შეიძლება დაკარგოს გონება და დავარდეს, ასეთი ეპიზოდები აღნიშნულიც არის. ჩვენ პირობებში ამ პაციენტის გამოჯანმრთელება არის შეუძლებელი", - ამბობს გრიგოლია.
მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ ყველა ის მძიმე დიაგნოზი, რაც მის შვილს აქვს ინტოქსიკაციის შედეგია. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში არსებული მძიმე მეტალების გამოდენა არ მომხდარა.
"საქმე ისაა, რომ მათ გადაწყვეტილი აქვთ მოკლან ჩემი შვილი, და რაღაცნაირად აგუებენ საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი, ასე, მერე რაღაც მოკვდა, რა ვიცით აბა რატომ, თვითონ დაიზიანა თავისი თავი, ასეთ განცხადებებს ძალიან ხშირად ვისმენთ", - თქვა მან.
იხილეთ: