ბახმუტის მიმართულებით მტერმა "ვაგნერის" დაჯგუფების ყველაზე მომზადებული ნაწილები გადაისროლა

გამოქვეყნდა:

ბახმუტის მიმართულებით მტერმა "ვაგნერის" დაჯგუფების ყველაზე მომზადებული ნაწილები გადაისროლა - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე სირსკი. მისი თქმით, ადგილზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

”ბახმუტის რაიონში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მიუხედავად მნიშვნელოვანი დანაკარგისა, მტერმა შეტევაზე გადაისროლა ”ვაგნერის” ყველაზე მომზადებული თავდასხმის ნაწილები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი ჯარების თავდაცვის გარღვევასა და ქალაქის ალყაში მოქცევას" ამბობს სირსკი.

მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აჩვენებენ გამძლეობის, გმირობისა და გამბედაობის ბევრ მაგალითს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი