
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის რეგიონში, ბახმუტის მიმართულებით რუსი დამპყრობლები ანადგურებენ ყველაფერს, რაც უკრაინელებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი პოზიციების დასაცავად, კონსოლიდაციისთვისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად.
"ბახმუტის მიმართულება - სიტუაცია სულ უფრო რთულდება. მტერი მუდმივად ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენი პოზიციების დასაცავად, კონსოლიდაციისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენი მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის სექტორს, ნამდვილი გმირები არიან", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ეხმარება მეომრებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჯარისკაცებს ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი იარაღი, შორ დისტანციაზე მოქმედების იარაღი.