
მედიის ინფორმაციით, რუსეთის რეგიონებში რადიო და ტელევიზია მოსალოდნელი საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალებს ავრცელებს - რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო ამას ჰაკერულ თავდასხმას უკავშირებს. რადიოსადგურებიდან ისმის ხმა "სარაკეტო თავდასხმის" გაფრთხილებისა და თავშესაფრებში გადასვლის მოწოდებით.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო კი აცხადებს, რომ ეს არის ჰაკერების მიერ, გამაფრთხილებელი სისტემების გატეხვის შედეგი.
ცნობილია, რომ საჰაერო თავდასხმის სიგნალები გაისმა ვორონეჟის, ბელგოროდისა და კრასნოდარის მხარეში.
რეგიონებში, ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ამშვიდებენ, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
შეგახსენებთ მსგავსი ინციდენტი 22 თებერვალსაც დაფიქსირდა.