ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. „ლელო საქართველოსთვის“ ერთ ერთმა ლიდერმა გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება.
"ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმისათვის, რათა საბურთალოს მცხოვრებლებმა, ადამიანებმა, რომლებიც მთელი ეს წლებია განიცდიან გაჭირვებას, ერთხელ და სამუდამოდ იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იქნება ადამიანი, რომელიც შეძლებს იზრუნოს არა მხოლოდ საბურთალოს მცხოვრებლების, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პრობლების გადაჭრაზე“- განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის არჩევნებზე, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციურ გაერთიანებას კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია, ქართულმა ოცნებამ კი დავით სერგეენკო წარადგინა.