
შავ ზღვაში რუსეთმა თავისი ხომალდების რაოდენობა 17-მდე გაზარდა, მათ შორის ხუთი სარაკეტო მატარებელია - იუწყება "სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა.
"შავ ზღვაში მტრის გემების ფორმირება საგრძნობლად გაიზარდა, მიუხედავად ზომიერი შტორმისა. ამჟამად არის 17 ხომალდი, მათ შორის ხუთი სარაკეტო მატარებელი, მათ შორის ორი წყალქვეშა ნავი." ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ რაკეტების საერთო რაოდენობა შესაძლოა 32 იყოს.
უკრაინის სამხრეთის შეიარაღებული ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მაღალია სარაკეტო თავდასხმის საფრთხე.
"საჰაერო განგაშის სიგნალები შესაძლოა უფრო გახშირდეს, მათი იგნორირება დაუშვებელია. საფრთხის დონე საგრძნობლად არის გაზრდილი", - ნათქვამია „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის განცხადებაში.