
დღეს, 2 მარტს, პარლამენტში ჩაინიშნა ბიუროს სხდომა, რომლის დღის წესრიგშიც "მოქალაქეების" მიერ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურის წარდგენის საკითხი შედის.
ომბუდსმენის კანდიდატურა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს უნდა გადაეცეს განსახილველად. ახალი ომბუდსმენის ასარჩევად, რომელიც თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს, 90 ხმაა საჭირო, რისი რესურსიც მხოლოდ მმართველ პარტიას არ აქვს.
ცნობისთვის, ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადა 8 დეკემბერს ამოეწურა. პარლამენტში კონსულტაციების შემდეგ მხარეები კანდიდატებზე ვერ შეჯერდნენ და "ქართულმა ოცნებამ" კენჭისყრები ჩააგდო.
ლევან იოსელიანს კითხვით მიმართა "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც ამბობს, რომ მისი საქმიდან გამომდინარე, პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა, ვინ იქნება სახალხო დამცველი: