დარბაზში, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს, ფიზიკური დაპირისპირებაა

გამოქვეყნდა:

დარბაზში, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა დაიწყოს, ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. ადგილზე ოპოზიციის ლიდერები იმყოფებიან, რომლებიც კატეგორიულად არ ეთანხმებიან და აპროტესტებენ უმრავლესობის ინიციატივას. საკომიტეტო მოსმენა ჯერჯერობით არ დაწყებულა, დარბაზიდან არც პირდაპირი ტრანსლაცია არ ჩართულა.

შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. უმრავლესობის წევრებს საკომიტეტო მოსმენაზე შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ. მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპროტესტებენ კანონპროექტს, რომლის ავტორიც "ოცნებას" ფორმალურად "გამოყოფილი" ხალხის ძალაა. მათ ამ ინიციატივას სახელისუფლებო პარტიაც მხარს უჭერს.

დღეს ინიციატივის განხილვა საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტზე უნდა დაიწყოს. 

გარდა ამისა, დარბაზში მანდატურის სამსახური არ უშვებს და ძალადობს პროტესტის მონაწილეებზე, თუმცა უპრობლემოდ შეიყვანეს "ოცნების" პროპაგანდისტები. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი