"სხდომა არ ჩატარდება" - ოპოზიციონერებმა "ოცნების" რუსული კანონპროექტი დახიეს

გამოქვეყნდა:

კომიტეტების სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერმა დეპუტატებმა "რუსული კანონი" დახიეს. მათი განცხადებით, ესაა პასუხი "ქართული ოცნების" "აგენტების კანონზე". ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველ გუნდს საშუალებას არ მისცემენ დღეს კომიტეტების სხდომა ჩაატაროს.

"სხდომა არ ტარდება დღეს! სხდომა არ ჩატარდება. წადით ახლა სახლში! ბებიაჩემი იყო ხალხის მტრის შვილად გამოცხადებული შენნაირებისგან, ჩემი დიდი ბაბუა გამოაცხადეს აგენტად და ბებიაჩემი იყო აგენტების შვილი, შენნაირებისგან", - უთხრა სალომე სამადაშვილმა "ხალხის ძალის" მხარდამჭერებს.

პარლამენტის შიგნითაც და გარეთაც აქცია იმართება. დარბაზში არ შეუშვეს არასამთავრობოებისა და მედიების წარმომადგენლები, თუმცა "ოცნების" პროპაგანდისტები და "ხალხის ძალის" მხარდამჭერები კი. მოგვიანებით შიგნით ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე შეკრებილები სკანდირებენ "მონებო" "მოღალატეებო" "არა რუსულ კანონს". პარლამენტის საიტზე გათიშულია სიგნალი, რომლითაც დარბაზში მიმდინარე მოვლენები უნდა გადაიცემოდეს. "ქართული ოცნება" აპირებს, რომ ინიცირებულ "რუსულ კანონს" მხარი დაუჭიროს პირველი მოსმენით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი