მას შემდეგ, რაც დარბაზიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ჟიული შარტავას დარბაზიდან პირდაპირი ტრანსლაცია ჩართეს. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა, ნიკოლოზ სამხარაძის თავმჯდომარეობით დაიწყო.
დარბაზში იმყოფებიან "ქართული ოცნების" დეპუტატები და მათი დანაყოფი - "ხალხის ძალა", ასევე პროპაგანდისტები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში საგანგებოდ მოაბილიზეს.
დარბაზში ოპოზიციის ნაწილიც იმყოფება.
დარბაზი დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ოპოზიციას ჰქონდა პიკეტირებული, თუმცა სუს-ისა და მანდატურის სამსახურმა ისინი დარბაზიდან გააძევა.
საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებულ კომიტეტზე "ქართული ოცნება" რუსულ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.