
კომიტეტის სხდომაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს და "ლელოს" დეპუტატს, სალომე სამადაშვილს არ უშვებენ. დარბაზთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები არიან გამაგრებული, რომლებიც სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომლები არიან და პარლამენტში, დღეს განვითარებული მოვლენების შემდეგ მობილიზდნენ.
შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში საგარეო, თავდაცვისა და უშიშროების გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, სადაც ოცნების რუსულ კანონზე მსჯელობენ.