"დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა" | წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკაინის თქმით, "დღეს რაც ვიხილეთ პარლამენტში, ყველაფერია, ევროპის გარდა", - თქვა "იმედის" ეთერში კულტურის მინისტრმა, თეა წულუკაინმა. მისი თქმით, ის ვინც ბევრს ყვიროდა, სხდომას შლიდა, ბევრჯერ იხსენიებდა სიტყვას ევროპა. 

"ჯერ გავიხსენოთ ის, რაც ყველას გვაერთიანებს: იმედი მაქვს, ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა. რუსეთს არაერთი თავისი აგრესიისა და ბოლოს უკვე 2008 წლის ომის შედეგად, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს. ჩვენ ამ დეოკუპაციისთვის მშვიდობიანი მეთოდით გავაგრძელოთ ბრძოლა. იმედი მაქვს, ამაზე ყველა ვთანხმდებით" - ამბობს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ დღეს "ქართული ოცნების" რუსულ კანონს, პარლამენტში, საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი