რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცავებმა "პუბლიკას" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს. მედიის წარმომადგენლის დაკავებასთან დაკავშირებით ვაჟა სირაძე დუმს.
ამ დროისთვის, სავარაუდოდ, დაკავებულია 6 ადამიანი, მათ შორისაა აქტივისტი ნიკა ნარსიაც. ცნობილია, რომ დაკავებების დროს, დაზიანება მიიღო "ტვ პირველის" ოპერატორმაც.
პარალელურად, აქცია "არა რუსულ კანონს" გრძელდება. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტებ ისევ იმყოფებიან.საკანონმდებლოს ტოვებს "ოცნების" დეპუტატები, რომლებმა სულ ცოტა ხნის წინ რუსულ კანონს, მხარი დაუჭირეს და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადასცეს.