დასანქცირებულმა რუსულმა ბანკმა Tikoff-მა საქართველოში გადმორიცხვები შეაჩერა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის სანქციების გამო რუსულმა ბანკმა Tinkoff-მა საქართველოში ფულის გადმორიცხვა შეაჩერა - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

როგორც ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, დოლარის ვალუტაში ტრანსფერები შესაძლებელია მხოლოდ აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ჩინეთის, ყირგიზეთის, მონღოლეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ზოგიერთ ბანკში. ევროს გადარიცხვა კი ჩინეთისა და უზბეკეთის ბანკებში.

ევროკავშირმა Tinkoff Bank სანქციების მეათე პაკეტში 25 თებერვალს შეიყვანა. 27 თებერვალს ბანკმა შეწყვიტა ევროთი და უცხოური ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. 2 მარტს ბანკის აპლიკაცია წაიშალა App Store-იდან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი