უახლოეს დღეებში ჩამოვლენ პოლონელი ექსპერტები და ბატონ სააკაშვილს კვლევას ჩაუტარებენ - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი, შალვა ხაჭაპურიძე ადასტურებს, რომ უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები მიხეილ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ.

"პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ეწვევიან საქართველოს. ისინი ჩაუტარებენ ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას. 

მოგეხსნებათ, რომ 27-მა სახელმწიფომ მიმართა დემარშით იუსტიციის სამინისტროს და აქედან გამომდინარე პოლონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება.

როგორც ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, ეს შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. 

ჩვენ არ ვეთანხმებით იმ პოზიციას, რაც განჩინებებშია ასახული და სამხარაულის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პენიტენციურმა სამსახურმა. ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს დასკვნას ამიტომ, ეს არ იქნება არც ერთი მხარე, ჩამოვლენ ექსპერტები და გააკეთებენ დასკვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება სააკაშვილის საქმეში" - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე

შეგახსენებთ, რომ პოლონელი ექსპერტების ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პოლონურმა მედიამ გაავრცელა. 

ცნობისთვის, 27 თებერვალს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, პაველ ჰერჩინსკიმ და შვედეთის ელჩმა, ულრიკ თიდერსტრომმა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური საპროტესტო ნოტა გადასცეს. განცხადებას ხელს ევროკავშირის 27 ქვეყანა აწერს. EU-ს წევრი ქვეყნები ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი