
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება. ასე გადაწყვიტა ხუთშაბათს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რაც კიდევ უფრო შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას - ნათქვამია სტატიაში, რომელსაც გამოცემა Politico საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით აქვეყნებს და სააპელაციო სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2021 წლის ოქტომბრიდან პატიმრობაში იმყოფება, მძიმე მდგომარეობაშია და რომ გავრცელებული ცნობებით, ის მოწამლულია.
გარდა ამისა, მოხსენიებულია ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც ევროდეპუტატები მესამე პრეზიდენტის ჰუმანიტარული მისიით, საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ, ხოლო ივანიშვილს ოლიგარქად მოიხსენიებენ და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მის "პირად ვენდეტას" უწოდებენ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დარჩება. ასე გადაწყვიტა ხუთშაბათს თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რაც კიდევ უფრო შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.
ყოფილი პროდასავლელი ლიდერი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით პატიმრობაში ყოფნისას მოწამლეს, გაფითრებული და გამხდარია, რაც სასამართლოს წინაშე ვიდეოგამოსვლებში ჩანდა.
საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მზარდი დიპლომატიური ზეწოლის ქვეშაა დასავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც მას სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებას სთხოვენ.
თებერვალში, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საქართველოს ხელისუფლება გააფრთხილა, რომ ეს პრობლემა შეაფერხებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივას“.ტექსტში გამოყოფილი იყო ბიძინა ივანიშვილი, ოლიგარქი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა, როგორც პასუხისმგებელი სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გასულ წლის მარტში შეიტანა, მაგრამ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა და ჯერ რამდენიმე რეფორმის განხორციელება მოუწევს - მათ შორის, ქვეყნის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერება." წერს Politico