
უკრაინის არმიის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში არაერთი თავდასხმა მოიგერიეს.
რუსული ძალები ამტკიცებენ, რომ ქალაქ ბახმუტს მალე აიღებენ - თვეების განმავლობაში ბახმუტი ინტენსიური ბრძოლების ადგილი იყო.
რუსული დაქირავებული დაჯგუფების "ვაგნერის" დაჯგუფება ამტკიცებს, რომ ქალაქი ალყაშია. მისმა ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, ბახმუტიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს.
ბახმუტის მერის მოადგილემ BBC-თან განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინის ძალებს შორის ბრძოლა ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს, თუმცა მიუხედავად ინტენსიური დაბომბვებისა, რუსეთს ბახმუტზე კონტროლი არ დაუმყარებია.
ბახმუტში მიმდინარე ბრძოლებზე წერს დიდი ბრიტანეთის დაზვერვაც. მათი ცნობით, ბახმუტი მზარდი და მკაცრი ზეწოლის ქვეშაა. ყოველდღიურ მიმოხილვაში დაზვერვა აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ქალაქის ნაწილი სამი მხრიდან დაუცველია.