პრიგოჟინი ზელენსკის მოუწოდებს ბახმუტიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცეს

გამოქვეყნდა:

კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებს გასცეს ბრძანება ქალაქ ბახმუტიდან უკრაინის ჯარების გაყვანის შესახებ.

ვიდეო მიმართვაში პრიგოჟინი ამბობს, რომ ბახმუტი პრაქტიკულად გარშემორტყმულია "ვაგნერის" მებრძოლებით და მხოლოდ ერთი მარშრუტი დარჩა უკრაინული ძალებისთვის.

"ვაგნერის ქვედანაყოფებმა პრაქტიკულად ალყა შემოარტყეს ბახმუტს. დარჩენილია მხოლოდ ერთი გზა (უკრაინული ძალებისთვის ღიაა).

ისინი [უკრაინელი ჯარისკაცები] იბრძვიან, მაგრამ ბახმუტთან მათი სიცოცხლე ხანმოკლეა - ერთი-ორი დღე. მიეცით მათ ქალაქიდან გასვლის საშუალება. ქალაქი ფაქტობრივად გარშემორტყმულია", - თქვა პრიგოჟინმა.

Reuters-ის ცნობით, პრიგოჟინის ვიდეო გადაღებულია სოფელ პარასკოვიივკაში, ბახმუტის ცენტრიდან ჩრდილოეთით 4,3 მილის დაშორებით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი