"4-ჯერ ჩაარტყა დანა, 2 ლიტრა სისხლი აქვს დაკარგული" - ნუცუბიძეზე მღვდელი წირვის დაწყებამდე დაჭრეს

გამოქვეყნდა:

სასულიერო პირის დაჭრის დეტალები - შემთხვევა თბილისში დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე, 13 ასურელი მამის ტაძრის ეზოში მოხდა.   

მღვდელს თავს ერთი ადამიანი დაესხა და  დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მდგომარეობა მძიმეა. 

შსს - მ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, "მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი უკვე დაკავებულია. 

მომხდარს ტაძრის მედავითნე შეესწრო, რომელიც ამბობს, რომ დაინახა სავარაუდო დამნაშავე რომელიც მისივე თქმით, ამავე უბანში მდებარე აფთიაქის დარაჯია და კამერების ჩანაწერების ამოღების შედეგ პოლიციამ ის დააკავა - 4-ჯერ ჩაარტყა დანა, 2 ლიტრა სისხლი აქვს დაკარგული - ამბობს თვითმხილველი.

ამავე ეკლესიის ერთ-ერთი სასულიერო პირის თქმით, მღვდელი მანქანიდან გადმოსვლისთანავე , ზურგის არეში დაჭრეს. მისივე თქმით, მომხდარს არანაირი წინაპირობა არ ჰქონია. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი