
ბახმუტის ქუჩებში უკრაინულ და რუსულ ძალებს შორის ბრძოლა გრძელდება, თუმცა რუსეთი არ აკონტროლებს ქალაქს- აცხადებს ალყაში მოქცეული ქალაქის ვიცე-მერი.
უკრაინული მხარე ოკუპანტებისგან გაძლიერებული ზეწოლის მიუხედავად, ჯერჯერობით "ხაზის შენარჩუნებას" ახერხებს.
"ქალაქი პრაქტიკულად დანგრეულია. არც ერთი შენობა არ არის დარჩენილი. რუსები ყველაფერს ბომბავენ", -ამბობს BBC-ის რადიოს ეთერში, ვიცე-მერი ალექსანდრე მარჩენკო.
მისივე თქმით, ოკუპანტების ერთადერთი მიზანი ხალხის ხოცვა და უკრაინელი ხალხის გენოციდია.
"რუსების მიერ გამოყენებული ტაქტიკა არის გადამწვარი მიწის ტაქტიკა. მათ სურთ ბახმუტის განადგურება, ისევე როგორც მარიუპოლი გაანადგურეს", - ამბობს მარჩენკო.
მისი ინფორმაციით, ბახმუტში ამჟამად დაახლოებით 4-4,5 ათასი მშვიდობიანი მოქალაქეა. ისინი თავშესაფრებში გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე არიან. ადგილამდე ჰუმანიტარული დახმარების ჩატანა გართულებულია.
იხილეთ ასევე: