
რუსეთის არმია წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დღის ბოლოს გავრცელებულ შეტყობინებაში.
მათი ინფორმაციით, დღეს ოკუპანტები ბახმუტის, ავდეევკას, მარინკასა და უგლედარის მიმართულებით შეტევას აგრძელებდნენ და დღის განმავლობაში 4 სარაკეტო და 10 საჰაერო დარტყმა განახორციელეს სარაკეტო სისტემებიდან.
კერძოდ, საუბარია დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში, საცხოვრებელი კორპუსებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვაზე, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
"ბახმუტის მიმართულებით მტერი წარუმატებლად ცდილობს ბახმუტის ალყაში მოქცევას. დღის განმავლობაში ჩვენმა ჯარისკაცებმა მოიგერიეს მრავალი თავდასხმა დონეცკის ოლქის ვასიუკოვკას, ორეხოვო-ვასილიევკას, დუბოვო-ვასილიევკას, გრიგორიევკასა და ბახმუტის დასახლებებში" აცხადებს უკრაინის გენშტაბი
იხილეთ ასევე: