"კრემლის აგენტი, მოღალატე დეპუტატები" - რუსული კანონის საწინააღმდეგო პლაკატები თბილისის ქუჩებში

გამოქვეყნდა:

"კრემლის აგენტი, მოღალატე დეპუტატები" -  ამ სახელწოდებით თბილისის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა, რომელზეც  "ქართული ოცნებისა" და ე.წ განდგომილი დეპუტატები არიან გამოსახული.

პლაკატებზე აღბეჭდილია: ნიკოლოზ სამხარაძე, მიხეილ ყაველაშვილი, დავით კაჭარავა და სოზარ სუბარი. 

"ნაციონალური მოძრაობა" ამ ფორმით კიდევ ერთხელ აპროტესტებს რუსული კანონპროექტის ინიცირებას. მათ სურთ, რომ ყველამ გაიგოს ვინ არიან მოღალატე პარლამენტარები,რომლებიც საქართველოში კრემლის საქმეს ასრულებენ. 

შეგახსენებთ, ხვალ 6 მარტს რუსული კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო სხდომაზე განახლდება. მოსმენა პარლამენტში 9:30 საათზე დაიწყება. სხდომის პარალელურად დაგეგმილია აქცია პარლამენტში.

რუსული კანონპროექტის ინიციატორი "ხალხის ძალაა". ინიციატივის თანახმად, ნებისმიერი მედია, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ე.წ. განდგომილები, რომლებიც ანტიამერიკული და ანტიდასავლური რიტორიკით აქამდეც გამოირჩეოდნენ, ამტკიცებენ, რომ კანონი გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. "ქართული ოცნება" აპირებს კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.  

კრიტიკის შემდეგ ფორმალურად განდგომილებმა განაცხადეს, რომ დააინფიცირებენ მეორე კანონპროექტსაც "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც, მათივე მტკიცებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგია.  

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი