ოპოზიციის სამოქმედო გეგმა "ოცნების" რუსულ კანონზე - დეპუტატები პარლამენტში კონსულტაციებს მართავენ

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს - პარლამენტში ხელისუფლების ოპონენტები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე მსჯელობა რუსულ კანონპროექტს შეეხება.

მათ უნდა იმსჯელონ რა უნდა გააკეთონ ოპოზიციურმა პარტიებმა, რათა კანონპროექტი კანონად არ იქცეს. საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციური პარტიის თითქმის ყველა ლიდერია მისული. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა, რათა შეეწინააღმდეგონ მმართველი უმრავლესობის რუსულ კანონს. 

შეგახსენებთ, ხვალ 6 მარტს რუსული კანონპროექტის განხილვა საკომიტეტო სხდომაზე განახლდება. მოსმენა პარლამენტში 9:30 საათზე დაიწყება. სხდომის პარალელურად დაგეგმილია აქცია პარლამენტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი