
პარლამენტმა "პუბლიკას" 3 ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერა. როგორც გამოცემა წერს,
პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაბარდებათ, თუმცა სიტყვიერად განუმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ აქციას უკავშირდება.
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ ასევე ცნობილია, რომ აკრედიტაციის შეჩერების შესახებ აცნობეს სხვა მედიაორგანიზაციების თანამშრომლებსაც.
შეგახსენებთ, რომ 2 მარტს ოცნების რუსული კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან აქცია გაიმართა. პოლიციამ აქციაზე 36 პირი დააკავა. მათგან ორი, ინტერნეტგამოცემა "პუბლიკას'" რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და ,"ტაბულას'' ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი იმავე ღამეს გაათავისუფლეს.
"პუბლიკას" რედაქტორის, ზურაბ ვარდიაშვილის თქმით, აქციაზე მისი დაკავების ბრძანება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ გასცა.