"შენ თუ ისტორიულ მომავალს ვერ იცავ, ასარჩევი აღარ დაგრჩება... კონსოლიდაციის პირობებში ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება" | მელია

გამოქვეყნდა:

"ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება" - ამბობს ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია. მისი თქმით, ახლა საქართველოს ისტორიული არჩევანის დასაცავად ყველა უნდა გაერთიანდეს. ამის შესახებ მან ოპოზიციის, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა. 

"ახლა ყველანი ჩვენი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ და აი ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ისტორიული არჩევანის გარანტირებულად წესრიგში მოყვანას, სუვერენიტეტს საფრთხე რომ არ დაემუქრება, მერე ყველა სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები, გავაკეთებთ სხვადასხვა ტიპის არჩევანს მომავალში. მაგრამ ახლა არჩევანი დგას სხვაგვარად. შენ თუ ისტორიულ მომავალს ვერ იცავ, ასარჩევი მომავალში აღარ დაგრჩება.

ამიტომ, იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი, პასიური მოქალაქე თუ სხვა, დღეს ყველა უნდა გადაიქცეს აქტიურ მოქალაქედ. კომუნიზმი დამარცხებულია, ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან და ქართველი ხალხის კონსოლიდაციის პირობებში, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც დამარცხდება. 

ეს რწმენა დღითიდღე უნდა გაძლიერდეს. აქ საკითხი ეხება ჩვენს მომავალს. ერთადერთი არჩევანი გულისხმობს ბრძოლას, რომელიც გამარჯვებით დასრულდება," - ამბობს მელია.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ოპოზიცია, მედიის წარმომადგენლები და NGO სექტორი რუსული კანონის საწინააღმდეგო გეგმაზე მსჯელობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი