პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სხდომაზე მხარი დაუჭირეს "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად გასული დეპუტატების მიერ ინიცირებულ "რუსულ კანონს".
პარლამენტში ბიუროს სხდომა სხდომა ხვალ, 10:00 საათამდე გადაიდო.
მანამდე კი, განხილვა რამდენიმე საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
საკანონმდებლო ორგანოში მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების ხმაურიანი პროტესტი იყო. აქცია მიმდინარეობდა შენობის გარეთაც, პროტესტის მონაწილეებმა უმრავლესობის დეპუტატები დარბაზში "მონებოს", "არა რუსულ კანონს" და "მოღალატეებოს" შეძახილებისა და სტვენის ფონზე შეაცილეს.