"მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი" | საფეხბურთო კლუბი "გაგრა"

გამოქვეყნდა:

"მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი" - ამის შესახებ 
საფეხბურთო კლუბი "გაგრას" მიერ, რუსულ კანონთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.

"შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს.რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.რადგან თავად საქართველოა ევროპა" - წერია განცხადებაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი