
"მათ დღეს დააანონსეს რევოლუცია, რომელსაც, ბუნებრივია, ასეთ შემდგარ ქვეყანაში ვერ მიაღწევენ", - ამის შესახებ ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ოპოზიციაზე საუბრობს.
ჩვენ ყველანი ვხედავთ, რეალურად რისთვის სჭირდებათ მათ დაფინანსება, ხალხის პროტესტიც, მუხტიც და ა.შ. მათ დღეს დააანონსეს რევოლუცია, რომელსაც, ბუნებრივია, ასეთ შემდგარ ქვეყანაში ვერ მიაღწევენ. და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ერთ-ერთი არხის წამყვანმა პირდაპირ ეთერში გამოიყენა ივანე ჯავახიშვილის წარსულში ნათქვამი ძალიან ცნობილი სიტყვები და პირდაპირ იარაღის აღებისკენ მოუწოდა საზოგადოებას, თუმცა შემდეგ გადაცემის ბოლოს გაამეორებინეს, ჩაგვიგდეს ეს ვიდეოც და დააზღვიეს, აქამდე რომ არ მივიდეთ, ნარატივი განავითარა, ვიღაცამ უთხრა საციხო საქმეს აკეთებო, ვიღაცამ დაარიგა, როგორც ჩანს... აქამდე არიან მისულები. რეალური სურვილები ეს არის მათი უბრალოდ,- ამბობს მდინარაძე.