არა რუსულ კანონს | ბიუროს პარალელურად, პარლამენტთან დღეს მორიგი აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

დღეს, 7 მარტს, პარლამენტთან "რუსული კანონის" წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 9 საათიდან დაიწყებენ.

10:00-ზე საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, სადაც პლენარული სხდომების დღის წესრიგს, მათ შორის "რუსული კანონპროექტის" კენჭისყრის საკითხს დაამტკიცებენ.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ მისცემს უფლებას ქვეყანას ამ კანონპროექტის მიღებით ევროპული პერსპექტივა დააკარგვინოს. "რუსული კანონპროექტის" წინააღმდეგ შეიქმნა საკოორდინაციო საბჭოც, რომელიც ყველა იმ პოლიტიკურ პროდასავლურ ძალას გააერთიანებს, ვინც  ფიქრობს, რომ დღეს სახელმწიფოს ევროპული მომავალი საფრთხეშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი