ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, რომ არ უღალატო ამას სჭირდება, წიგნი მოვუტანე ყაველაშვილს - სამადაშვილი

გამოქვეყნდა:

"ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა", - ასე მიმართა "ლელოს" დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელს, მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტში სხდომაზე.

სამადაშვილმა ყაველაშვილს "საჩუქრად" თავისი წიგნი მიუტანა, თუმცა ყაველაშვილი სხდომათა დარბაზში უკვე აღარ იმყოფებოდა.

"სამწუხაროა, რომ ყაველაშვილი წავიდა იმიტომ რომ საჩუქარი მქონდა მისთვის მოტანილი, ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა და ჩემი წიგნი მოვუტანე რუსეთის ფარულ ომზე. რუსულ ენაზე სხვათა შორის, სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი და ივარჯიშოს, ეგება რუსულად მაინც გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ საკომიტეტო სხდომაზე ენმ-ის დეპუტატის, ხატია დეკანოიძის საპასუხოდ, რომელმაც ყაველაშვილს წიგნის წაკითხვა ურჩია, ყაველაშვილმა თქვა, რომ "ქვეყნის ღალატს წიგნის წაკითხვა არ სჭირდება".

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი