ბევრი არასამთავრობო ებრძვის სახელმწიფოებრიობას, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას.

"თუ არ ვცდები, ეს კანონი ამერიკაში 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ მოქმედებს. ვფიქრობ, არავის გასჩენია იმის სურვილი, განეკითხაგანესაჯა, რატომ მოქმედებს ამერიკაში ასეთი კანონი. ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებში. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უსაფუძვლო უწოდა და თქვა, რომ კანონის მიზანი გამჭვირვალობაა.

მისივე სიტყვებით, "ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ებრძვის სახელმწიფოს ინტერესებს" და აფინანსებს ანტისამთავრობო მიტინგებს უცხოეთიდან მიღებული ფულით

ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ის გავაკეთოთ. ჩვენ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ბევრი ორგანიზაცია ვიცით, რომელიც მაგალითად უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მათი ეს დაფინანსება არაა გამჭვირვალე.[...]

მე ვფიქრობ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ეს კამპანია რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ ეს მათთვის მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში ისინი ათეულობით დოლარ გრანტს  იღებდნენ და ჩვენი საზოგადოების წინაშე არავითარი გამჭვირვალობა, ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება არ არსებობდა. გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების მინიმალური სტანდარტი არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ამაზეა საუბარი. ასევე, ძალიან მკაფიოდ განიმარტა ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით, ამის შემდეგ, კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს ამ საკითხზე განხილვას", - თქვა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი