აშშ-ში რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება. სიეტლში გამართულ აქციაზე პოლიციასა და მომიტინგეებში შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად არაცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა ერთ-ერთ სამშენებლო მოედანზე ცეცხლი გააჩინეს. დაშავებულია ათობით მომიტინგე და პოლიციელი. სამართალდამცველებმა აქციის 50-მდე მონაწილე დააკავეს. დაშავებულია 21 პოლიციელი.

მოსახლეობა პოლიციის მხრიდან რასისტულ ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებს აპროტესტებს და მთავრობას ძალოვან სტრუქტურებში რეფორმებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ 25 მაისს მინეაპოლისის პოლიციამ დაკავებისას 46 წლის აფროამერიკელი მამაკაცი ჯორჯ ფლოიდი მოკლა და ამ ფაქტს მთელ ქვეყანაში ხმაურიანი აქციები მოჰყვა. ამ აქციების მიმდინარეობისას ნიუ იორკში კომენდანტის საათიც კი იყო გამოცხადებული. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი