მე ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველად არჩეულმა ლევან იოსელიანმა, ომბუდსმენის რანგში გაკეთებულ პირველ კომენტარში ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ იქნება აპოლიტიკური, ნეიტრალური და ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე.

იოსელიანმა მოკლე კომენტარი გააკეთა და აღარ უპასუხა შეკითხვებს, როგორც სახალხო დამცველმა რუსულ კანონპროექტზე, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე და ნიკა გვარამიას პოლიტიკურ პატიმრობაზე:

მე დღეს, როდესაც გამოვედი ამ დარბაზიდან, აღარა ვარ პოლიტიკოსი, ვარ არჩეული სახალხო დამცველი და ყველა ჩემი ქმედება, ყველა ჩემი განცხადება იქნება მიმართული ადამიანის უფლებების ზედამხედველობაზე და რაც მთავარია, რაზეც უამრავი კითხვა იქნა დასმული- ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი? სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალი 6 წელი იქნება დამტკიცება იმისა, რომ მე ვიქნები მიუკერძოებელი, მე ვიქნები აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, ამაზე მეტს უკვე მე ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც შევუდგები საქმიანობას" აღნიშნა იოსელიანმა.  

96 მომხრე -  0  წინააღმდეგი - ლევან იოსელიანი 6 წლით, საქართველოს სახალხო დამცველი გახდა. მის კანდიდატურას ნდობა პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ გამოუცხადა.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი