გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით პარლამენტთან - ოპოზიცია

გამოქვეყნდა:

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მოქალაქეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდეს. ცოტა ხნის წინ, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ რუსული კანონი ხუთშაბათის ნაცვლად დღეს განეხილა. მანამდე კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში არ ყოფილა.

"გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დიდი მადლობა, დაბრუნდით გთხოვთ და ვინც ახლა ეკრანებთან გვიყურებთ ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, ჩვენ ვაპირებთ შიგნით ბრძოლას, მაგრამ, გთხოვთ რომ მოხვიდეთ და დადგეთ საქართველოს პარლამენტთან", - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი