პროცედურული თაღლითობა ჩაატარეს, ვინც დააჭერს მწვანეს, სწირავს ქვეყნის მომავალს- "საქართველოსთვის"

გამოქვეყნდა:

მათ ელით ისტორიული სასჯელი. მონაწილეობას იღებენ და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ანტიქართულ მაშასადამე რუსულ საქმეში - აცხადებენ პარტია "საქართველოსთვის" წევრები "ოცნების" გადაწყვეტილებაზე რუსული კანონპროექტის დაჩქარებული წესით სესიაზე გატანასთან დაკავშირებით.

საქართველოსთვის დეპუტატების შეფასებით, მმართველმა პარტიამ დღეს პროცედურული თაღლითობა ჩაიდინა და ხუთშაბათის დღის წესრიგი გადმოიტანა

"პროცედურული თაღლითობა ჩაატარეს და ისე, რომ შესვენებაც კი არ გამოაცხადეს, გადმოიტანეს ხუთშაბათის დღის წესრიგიდან საკითხის განხილვა. ეს პროცესი მთლიანად ქვეყნის კონსტიტუციის მიღმაა" განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, პარტია "საქართველოსთვის" საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, რომ რუსული კანონპროექტის მიღების მთლიანი პროცედურა ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს. ლილუაშვილის თქმით, პირველი მოსმენით განხილვაში ისინი მონაწილეობას მიიღებენ და საკუთარ პროტესტს დააფიქსირებენ - ვისაც აინტერესებს შვილების მომავალი, უნდა დააჭიროს წითელ ღილაკს, ვინც დააჭერს მწვანეს, სწირავს ქვეყნის მომავალს - ამბობს ლილუაშვილი.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" რუსული კანონპროექტი პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით, ხუთშაბათის ნაცვლად დღეს, დაჩქარებული წესით გაიტანა

უმრავლესობა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის გარეთ აქცია დასრულდა და პროტესტის მონაწილეები ხუთშაბათამდე დაიშალნენ, თუმცა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, პარლამენტთან სამოქალაქო საზოგადოების მობილიზაცია გამოცხადდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი