
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს უერთდება.
სტუდენტური თვითმმართველობის განცხადებით, საქართველოს მომავალი გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაციის გარეშე.
"თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის წინააღმდეგ.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მომავალი გარდაუვალია ევროკავშირში ინტეგრაციის გარეშე. საქართველოს ევროპელი მეგობრების შეფასებით, აღნიშნული კანონის მიღება „შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და მისწრაფებებთან“.
იმ პირობებში, როდესაც ყველაფერი უნდა კეთდებოდეს იმისთვის, რომ მივიღოთ ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მეტად სამწუხაროა, როდესაც საზოგადოებას უწევს, იმის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც პირდაპირ გვაშორებს ამ სტატუსთან.
სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გვიყვარს საქართველო, გვსურს აქ გავაგრძელოთ ცხოვრება და არ გვინდა, რომ ეს გახდეს შეუძლებელი", - წერს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში საქართველოს პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.