ევროპარლამენტის წევრი, ტეის როიტენი გუშინ საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმაურება და წერს, რომ რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტარი ღიად ამბობს, რომ ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ნება უნდა გაითვალისწინოს.
"მამაცურად ფრიალებდა ევროკავშირის დროშა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს მინიშნება. რუსული სტილის უცხოური აგენტის კანონის დღევანდელი მიღება არის ხმის მიცემა საქართველოს ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, დემოკრატიის წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. საქართველო არის ევროპა",- წერს ის.
ცნობისთვის, "ოცნების" რუსულ კანონს ევროპარლამენტარი ტეის როიტენი 3 მარტსაც გამოეხმაურა. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ ოცნება მას პლენარულ სესიაზე გაიტანდა და პირველი მოსმენით დაამტკიცებდა. როიტენმა დაწერა, რომ ხელისუფლების არჩევანი, თუ მას ევროპა სურს მარტივია - "პარლამეტმა უნდა გააუქმოს რუსული სტილის კანონპროექტი".