"ნადიმი [ხმალაძე] აიყვანეს მაშინ, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა... ხელისუფლება გადასულია ტერორზე" | ქაცარავა

გამოქვეყნდა:

"ნადიმი აიყვანეს მაშინ, როცა ჟურნალისტს ინტერვიუს აძლევდა... ხელისუფლება გადასულია ტერორზე" - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" დამფუძნებელი დავით ქაცარავა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს.

დააკავეს 1-1,5 საათის წინ. მაშინ, როდესაც არანაირი მოქმედება არ ხდებოდა, არც დემონსტრაცია, არც მიტინგი, არც რაიმე მღელვარება და ნადიმის აყვანა მოხდა ფაქტობრივად მაშინ, როდესაც ის ინტერვიუს აძლევდა ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტს. ჩვენ არ ვიცით, ვინ დააკავა ნადიმი, ეს არის სუსი თუ ეს არის პოლიცია, მაგრამ ფაქტი ერთია. ხელისუფლება გადასული არის ტერორზე, დაშინებაზე. ის არის ძალიან შეშინებული და ამიტომ ძალიან სახიფათო გახდა. ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, - ამბობს ქაცარავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი