უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით, დააყენო მე-2 მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო, ეგ იქნება საქმე - კაპანაძე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია Grass-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ უკან ჯერ მხოლოდ სიტყვით დაიხა და ეს ბრძოლა ბოლომდე არაა მიყვანილი. მისი თქმით, პირველი მოსმენით მიღებული კანონის "გაწვევა" არ არსებობს და საპარლამენტო უმრავლესობამ "გაწვევა" საქმით უნდა აჩვენოს.

"ჯერ არაა ეს პატარა ბრძოლა ბოლომდე მიყვანილი.

უკან დაიხიეს ჯერ სიტყვით. პირველი მოსმენით მიღებული კანონის "გაწვევა" არ არსებობს. სიტყვაზე კიდევ არ ვენდობით. ამ ხალხმა, ხუნდაძეების და დაჩიბერაიების თამადობით პროპორციულზე გადაგვაგდო.

ამიტომ საქმით უნდა აჩვენო "გაწვევა". ანუ დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო. ეგ იქნება საქმე.

მერე ისევ შეუძლიათ შემობრუნება, განა არ იკადრებენ, მაგრამ ახლა "გაწვევა" იქნება ეს.

პ.ს. და ყველა დაკავებული უპირობოდ უნდა გაუშვან", - წერს სერგი კაპანაძე. 

ცნობისთვის, პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ რუსულ კანონპროექტს გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი