რაა საჭირო? უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე - კონსტიტუციონალისტი

გამოქვეყნდა:

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე წერს, რომ პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და პროცედურას განმარტავს:

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.
გვაქვს ორი კანონი (პირობითი სახელით) 1. რუსულთან მიმსგავსებული პირველი მოსმენითაა მიღებული; 2. აშშ-თან მიმსგავსებული, რომელიც ჯერ არ განხილულია.
რაა საჭირო?
1. პირველი ვარიანტი სასწრაფოდ უნდა გაიტანომ მეორე მოსმენაზე და თავადვე ჩააგდონ (აქედან ერთი თვის განმავლობაში მეორედ აღარ უნდა დააყენონ კენჭისყრაზე, თორემ მეორე მოსმენით ერთხელ ჩაგდებული პროექტის შემობრუნება შეუძლიათ);
2. მეორე ვარიანტის ყველა ინიციატორმა უნდა მოაწეროს ხელი პროექტის გაწვევას.
ასე, რომ უმრავლესობამ საკუთარი ხელით უნდა ჩააგდოს კანონი და ხალხის ძალამ საკუთარი ხელმოწერებით უარი თქვას მასზე!" წერს მენაბდე

ცნობისთვის, პროტესტისა და კრიტიკის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ხალხის ძალამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადეს, რომ რუსულ კანონპროექტს გამოიწვევენ. მათივე თქმით, ემოციური ფონის ჩაცხრომასთან ერთად, საზოგადოებას უკეთ განუმარტავენ რას ემსახურებოდა ეს კანონი, ასევე, მოსახლეობასთან შეხვედრებს დაიწყებენ, რათა ფართო საზოგადოებამ "სიმართლე" გაიგოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი