მძიმე ღამე იყო, მტერმა 81 რაკეტა ისროლა, არის მსხვერპლი - ზელენსკი 

გამოქვეყნდა:

9 მარტს გამთენიისას ოკუპანტებზე უკრაინაში მასობრივი საკარეტო შეტევა განახორციელეს. ყველა რეგიონში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დაბომბეს კიევიც. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაბომბვას მსხვერპლიც მოჰყვა. 

"მძიმე ღამე. მასობრივი სარაკეტო შეტევა ქვეყნის მასშტაბით. კიევი, კიროვოგრაფი, დნიპროპეტროვსკი, ოდესა, ხარკოვი, ზაპორეჟიე, ლვოვი, ივანო-ფრანკივი, ჟიტიმორის რეგიონი, ვინიცა. თავდასხმები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საცხოვრებელ სახლებზე. 

სამწუხაროდ არიან დაშავებულები და არის მსხვერპლი. 

მტერმა ისროლა 81 რაკეტა, ცდილობდენ კვლავ დააშინოს უკრაინელები, დაუბრუნდნენ თავის პათეტიკურ ტაქტიკას. დამპყრობლებს მხოლოდ მშვიდობიანი ხალხის ტერორიზაცია შეუძლიათ. ეს ყველაფერი მათ შეუძლიათ. მაგრამ ეს მათ არ დაეხმარება. პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ყველაფერზე, მათთვის ასე არ ჩაივლის",- წერს ზელენსკი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი