ნიკა გვარამია "მთავარ აქცენტებში" შაქარაშვილის საქმის ახალ დეტალებს გაასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმის ახალ დეტალებს დღეს "მთავარი არხის" ეთერში, ნიკა გვარამია გაასაჯაროებს. 

გვარამია ჟურნალისტ-გამომძიებელ ელისო კილაძესთან ერთად მცხეთაში, არაგვის ხეობასა და ე.წ. ფერად შენობასთანაც იმყოფებოდა. შესაბამის ფოტომასალას "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად ელისო კილაძე აქვეყნებს. 

"მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა უკვე არაერთხელ განაცხადა, რომ "მთავარი არხის" გუნდთან ერთად იძიებს არა შაქარაშვილის მკვლელობას, არამედ იმას, თუ ვინ "ფარცხავს" ამ საქმეს. ორი დღის წინ მან დაჩი ბუაძესა და ავთანდილ ბილანიშვილთან დაკავშირებითაც ისაუბრა: "მე ეს აჩემებული არ მაქვს, ისინი არიან ამ საქმის ჩაფარცხვის მთავარი ფიგურანტები. ამას იხილავთ ხვალ და ზეგ".

ნიკა გვარამიას "მთავარი აქცენტები" "მთავარი არხის" ეთერში დღეს, 22:00 საათზე დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი, 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი