ქუთაისში წარწერა ენმ-ის წევრის, დავით ბახტაძის სახლთანაც გააკეთეს

გამოქვეყნდა:

“აქ ცხოვრობს  დავალებების შემსრულებელი ნაც-ჯაშუში,”- ეს წარწერა ქუთაისში  სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების გარდა,  “ნაციონალური მოძრაობის”  წევრის დავით ბახტაძის სახლთანაც გააკეთეს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი  თბილისში ე. წ აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რეპრესიები დაიწყო და განსხვავებულ აზრს ამ ფორმით სჯის. პოლიტიკოსმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

შეგახსენებთ, მსგავსი წარწერა უცნობმა პირებმა ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტის, აკაკი საღინაძის საცხოვრებელ სახლზეც გააკეთეს. საღინაძე რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი