
გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის თქმით, შეურაცხმყოფელია ის განცხადება, რომელიც ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით გაავრცელა. ჯაფარძე ამბობს, რომ ხელისუფლების დაპირების არ სჯერა:
"მე არ მჯერა და ის ტექსტი არის შეურაცხმყოფელი იმ ადამიანების, ვინც რუსთაველზე იდგა მთელი ამ დღეების განმავლობაში და თითქოს ისინი არიან რაღაც სიცრუის მანქანისგან მოტყუებული და ვერ გაიგეს, რომ კარგი საქმე უნდა ხელისუფლებას. თითოეული მათგანის შეურაცხყოფაა ეს განცხადება. ეგ კანონი უნდა გადაიხიონ თავიდან ბოლომდე" - ამბობს ჯაფარიძე.
ჯაფარიძე ამბობს, რომ კარგია თუ პროტესტი გრძელდება და თავადაც შეუერთდება აქციას.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო ხვალამდე ჯანმრთელობის მდგომარეობის მოტივით გადაიდო. ორივე მათგანს ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, რადგან ექიმების შეფასებით, შესაძლოა მათ თავის ტვინის დაზიანება ჰქონდეთ მიღებული.
ჯაფარიძე და მოსიაშვილი 7 მარტის ღამეს, დაკავებისას სპეცრაზმელებმა სცემეს. ჯაფარიძეს დაზიანებები თავში აქვს მიყენებული.