
ზურა ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გადადო. "გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს" და მასთან ერთად დაკავებულ ნიკა მოსიაშვილს გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანენ:
"პროცესი გადაიდო იმიტომ რომ ჩაგვიტარდა სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევა. სასწრაფო იყო მოსული და დაადგინეს რომ გადაყვანას ვექვემდებარებით საავადმყოფოში გადაყვანას გამოკვლევებისთვის, იმისთვის, რომ შესაძლოა მიღებული გვქონდეს თავის ტვინის დაზიანებები...მოსამართლე არის ანგაჟირებული, მოიკლა თავი, არ უნდოდა პროცესის გადადება, მათ შორის სასამართლოს ექიმმა დაადასტურა, რომ მოსიაშვილს ჰქონდა მაღალი წნევა და აწუხებდა თავის ძლიერი ტკივილი, დაალევინა წამლები და დაელოდა, წნევამ არ დაუწია მოსიაშვილს მაინც გააგრძელა პროცესი. ამ ყველაფერს დასჭირდა სასწრაფოს მოსვლა და სასწრაფოს მხრიდან დადასტურება, რომ გვჭირდება გადაყვანა გამოკვლევაზე" აღნიშნა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხვალ, 4 საათამდე გადაიდო.
საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, გირჩი- მეტი თვისუფლების წევრი, ნიკა მოსიაშვილი ცოტა ხნის წინ, შეუძლოდ გახდა.
ჯაფარიძე და მოსიაშვილი 7 მარტის ღამეს, დაკავებისას სპეცრაზმელებმა სცემეს.