"სასწრაფოდ, პრეზიდენტმა მოიწვიოს პარლამენტის საგანგებო სხდომა, რადგან "ოცნების" არავის სჯერა" | მანჯგალაძე

გამოქვეყნდა:

"სასწრაფოდ, პრეზიდენტმა მოიწვიოს პარლამენტის საგანგებო სხდომა, რადგან "ქართული ოცნების" არავის სჯერა", - თქვა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

მისი თქმით, "ოცნების" დაპირება აუცილებლად უნდა გაფორმდეს იურიდიულად და სამართლებრივად.

"იმისთვის, რომ პირველი მოსმენით მიღებული კანონი არ იქცეს კანონად, აუცილებელი სასწრაფოდ პრეზიდენტმა მოიწვიოს საგანგებო პარლამენტის სხდომა, რადგან ქართული ოცნების არავის არ სჯერა და ეს დაპირება გაფორმდეს იურიდიულად და სამართლებრივად, რომ საქართველოს არ შეექმნება პრობლემა ევროპაში ინტეგრაციის გზაზე", - ამბობს მანჯგალაძე.

შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა, 21 მარტს გაიმართება. ყველა იმ დეპუტატმა, რომელმაც პირველი მოსმენისას აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ახლა წითელ ღილაკს უნდა მიაჭირონ ხელი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად ჩავარდეს.

ქართულმა ოცნებამ რამდენიმედღიანი მწვავე და მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტები გამოწვეულია ვენეციის კომისიიდანაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი