რიგგარეშე სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ხვალ, 11:00 საათზე აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

რიგგარეშე სხდომის პარალელურად, პარლამენტთან ხვალ მორიგი აქცია გაიმართება. როგორც რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლებისას სტუენტებმა თქვეს, აქცია 11:00 საათზე დაიწყება.

 

შეგახსენებთ, მანამდე ქართულმა ოცნებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარლამენტის პლენარული სხდომა, სადაც რუსული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავიდდა, 21 მარტს გაიმართებოდა. ყველა იმ დეპუტატმა, რომელმაც პირველი მოსმენისას აღნიშნულ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს, ახლა წითელ ღილაკს უნდა მიაჭირონ ხელი იმისთვის, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ოფიციალურად ჩავარდეს.

ქართულმა ოცნებამ რამდენიმედღიანი მწვავე და მრავალათასიანი პროტესტის შემდეგ კანონპროექტის გაწვევისა და მეორე მოსმენით მისი ჩაგდების გადაწყვეტილება მიიღო. კანონპროექტები გამოწვეულია ვენეციის კომისიიდანაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი