"მისასალმებელია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს" | ჰელსინკის კომისია რუსული კანონის გაწვევის დაპირებაზე

გამოქვეყნდა:

ჰელსინკის კომისია, "ქართული ოცნების" რუსული კანონის გაწვევის დაპირებას ეხმაურება და წერს, რომ ეს მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვიეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან კანოპროექტის საბოლოო გაუქმების დეტალებს. 

"საქართველოს მმართველი პარტიის განცხადება, რომ ის გააუქმებს  რუსულ  საგარეო აგენტის კანონპროექტს, მისასალმებელი ნაბიჯია იმ კრიზისის განმუხტვის მიზნით, რომელიც მხოლოდ მათ გამოიწვია. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით დავინახოთ, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად ფორმალურად ამოღებულია და მომიტინგეები სწრაფად გათავისუფლდებიან" - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ ოცნების ხელისუფლებამ, პარტიიდან ფორმალურად გამიჯნული დეპუტატების მიერ იცინირებული რუსული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა მალევე გაიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი