
რუსული კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, "ხალხის ძალის" წევრი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მათი ინიცირებული კანონის არ მიღებით, საზოგადოებამ შანსი გაუშვა ხელიდან, სცოდნოდა მეტი. მისი თქმით, ახალგაზრდებს ანგარიში გაუწიეს.
"ანგარიში უნდა გავუწიოთ ახალგაზრდებს, რომ მათ არ მიიღონ ზიანი იმიტომ, რომ ამის შანსი იყო, სამწუხაროდ. ამიტომ, უნდა გავიწვიოთ უკან. თუმცა ეს კანონი იყო საშუალება, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა, მაგრამ ეს შანსი მან გაუშვა ხელიდან", - თქვა ხუდნაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, შეიძლება თუ არ მიუბრუნდნენ უკან ამ საკითხს, დეპუტატი პასუხობს, რომ არა.
1 მომხრე, 35 წინააღმდეგი წინააღმდეგი - ამ შედეგით დღეს მეორე მოსმენაზე "რუსული კანონპროექტი" ჩავარდა. ერთადერთი, ვინც კანონპროექტს ამჯერადაც მხარი დაუჭირა დიმიტრი სამხარაძე იყო. კანონის წინააღმდეგ ხმა სხდომაზე "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ მიუციათ.