ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა - მაკრონი საქართველოზე

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თბილისში განვითარებულ მოვლენებსა და სამდღიან საპროტესტო ტალღას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერთან, რიში სუნაკთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, შეკითხვა მას "ფრანს პრესის" ჟურნალისტმა დაუსვა.

კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტს ჰკითხეს მოსკოვის შეფასებაზე, თითქოს საქართველოში ბოლო დღეების საპროტესტო აქციებში უცხოური ხელი ურევია. მისი თქმით, კრემლის ტენდენციაა, დაინახოს ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში გარე გავლენა.

„კრემლის ტენდენციაა, ხალხის ნებისმიერ მოძრაობაში დაინახოს გარედან მანიპულაცია, რადგან აქვთ რწმენა, რომ არ არსებობს საზოგადოებრივი აზრი და არ არსებობს თავისუფალი ხალხი. ჩვენ უძველესი დემოკრატია ვართ და პირიქით გვჯერა, თუმცა, საქართველოს ამ  ბოლო დღეები განმავლობაში შემაშფოთებელი მოვლენები შეეხო. ჩვენ ვიხილეთ კადრები, ახალგაზრდა ქალი ევროპული დროშით ხელში, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, უკან დახიეს, რამაც ჩვენ გულგრილი არ დაგვტოვა. საქართველომ განიცადა ძალიან ძლიერი ზეწოლა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ ვიპოვით გზას უფრო მეტი სიმშვიდისკენ“ [პირველი არხი].

 შეგახსენებთ, რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებს საფრანგეთის პრეზიდენტი "ტვიტერით" ორჯერ გამოეხმაურა. მათ შორის, ერთი განცხადება მან ქართულ ენაზე გაავრცელა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი